მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ათენის უნივერსიტეტი
ათენის უნივერსიტეტი
კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტი (ბერძ. Εθνικό και Καποδιστριακό Πανεπιστήμιο Αθηνών), ან უბრალოდ ათენის უნივერსიტეტისაბერძნეთის ყველაზე ძველი უნივერსიტეტი. დაარსდა 1837 წლის 3 მაისს. ამჟამად ქვეყანაში სიდიდით მეორე უნივერსიტეტია სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის შემდეგ.

დღის სურათი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


3 მაისი — ამ დღეს...

კოკო შანელი
კოკო შანელი
  • 1494 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად შენიშნა კუნძული იამაიკა.
  • 1791 : პოლონეთმა ევროპაში პირველი თანამედროვე კონსტიტუცია მიიღო.
  • 1837 : აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში უძველესი ათენის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
  • 1921 : პარიზში კოკო შანელმა (სურათზე) მისი პირველი სუნამო „Chanel No. 5“ წარმოადგინა.
  • 1947 : იაპონიაში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც მთავრობის საპარლამენტო სისტემა დაამკვიდრა და იაპონიის მონარქს მხოლოდ ცერემონიული როლი დაუტოვა.
  • 1973 : ჩიკაგოში გაიხსნა სირს ტაუერი, იმ დროისთვის მსოფლიოს უმაღლესი შენობა.
  • 2005 : ერაყში პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა შეუდგა სამსახურს.
  • 2006 : არმავიას რეისი 967 კატასტროფას განიცდის შავ ზღვაზე; დაიღუპა 113 ადამიანი.
  • 2008 : კუბამ მოხსნა აკრძალვა საყოფაცხოვრებო პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა