The Wayback Machine - https://web.archive.org/web/20161224134335/http://mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/BilateralRelations/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.aspx

საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქეთის რესპუბლიკაში:

  • ირაკლი კოპლატაძე - 15.06.2013 - დღემდე
  • ზურაბ პატარაძე - 15.10.2012 – 01.03.2013 
  • ტარიელ ლებანიძე - 01.01.2009 – 01.09.2012 
  • გრიგოლ მგალობლიშვილი - 15.10.2004 – 02.11.2008 
  • ტარიელ ლებანიძე - 30.09.1998 – 15.10.2004 
  • ნოდარ კომახიძე - 1994 – 1997

გენერალური კონსულები ქ. სტამბოლში:

  • ირაკლი ასაშვილი - 15.10.2012 - დღემდე
  • ზურაბ პატარაძე - 04.01.2011 – 15.10.2012
  • თეიმურაზ შარაშენიძე - 01.10.2009 – 01.01.2011
  • ზვიად კვაჭანტირაძე - 01.12.2004 – 01.10.2009 
  • თეიმურაზ შარაშენიძე - 30.03.1998 – 01.08.2004

გენერალური კონსულები ქ. ტრაპიზონში

  • ავთანდილ მიქაცაძე - 03.09.2014 - დღემდე
  • პაატა კალანდაძე - 15.10.2012 – 16.05.2014
  • ირაკლი ასაშვილი - 03.03.2012 – 15.10.2012
  • ავთანდილ მიქაცაძე - 01.02.2007 – 01.02.2012
  • ნიკოლოზ გოგიტიძე - 23.08.2004 – 01.03.2007
  • გიორგი ჯანჯღავა - 05.04.1994 - 23.08.2004

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - 20.02.2014  - დღემდე 
  • ლევენთ მურათ ბურჰანი - 2009 – 2014  
  • ერთან თეზგორი - 2004-2009 
  • დიჯლე ქოფუზი - 2002-2004 
  • ბურაქ გიურსელი - 1998-2002 
  • უფუქ თევფიქ ოქიაუზი - 1994-1998
  • აჰმედ რიზა დემირერი - საქმეთა დროებითი რწმუნებული-1993-1994
  • თიმუჩინ არბაქი - საქმეთა დროებითი რწმუნებული - 1992

თურქეთის გენერალური კონსულები ქ. ბათუმში:

  • იასინ თემიზქანი - 08.09.2014 - დღემდე
  • ქაზიმ ჩავუშოღლუ - 2006 -2011

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.

აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.

სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დოენზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქრთველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება

წარმატებულად გრძელდება ორი ქვეყნის  თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2014 წლის 9 სექტემბერს, თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის ქართული დიასპორის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სასწავლო პროგრამა - „თურქეთის საჯარო და კერძო სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ 2014-2016 წლებისთვის“. აღნიშნული პროგრამა,  თურქეთის საშუალო სკოლებში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასებში ქართული ენის შესწავლის მსურველი ათი და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს ქართული ენის შესწავლის 244 საათიან კურსს.

ბმულები:

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში
თურქეთის საელჩო საქართველოში
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თურქეთის პრეზიდენტი
თურქეთის პარლამენტი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო