პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი - სამართლიანი განხილვის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა

თუკი სასამართლო სამართლიანი განხილვის პირობებში იმოქმედებდა, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა და არ უნდა დაედგინა [პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა]. განსხვავებულმა აზრმაც აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და არ შეესაბამება საკითხის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივი გარემოებების სამართლიან განხილვას, - ასე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა.

„სანამ დასკვნას არ გავეცნობი, განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით, რომ შევაფასო თავად საკონსტიტუციოს დასკვნა. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და სამართლებრივად და ფაქტობრივად ვასაბუთებთ, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა. ამ ეტაპისთვის, ამის თქმა შემიძლია. დასკვნას რომ ვნახავ, რა სამართლებრივ არგუმენტებს ეყრდნობა და რას როგორ ასაბუთებს, ამასთან დაკავშირებით შემდეგ გავცემთ პასუხს. თუკი სასამართლო სამართლიანი განხილვის პირობებში იმოქმედებდა, ნამდვილად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს არ უნდა გამოეტანა და არ უნდა დაედგინა. განსხვავებულმა აზრმაც აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და არ შეესაბამება საკითხის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივი გარემოებების სამართლიან განხილვას. რაც შეეხება სამი მოსამართლის მიერ დაფიქსირებულ განსხვავებულ აზრს, განსხვავებული აზრიც უნდა ვნახოთ, რომ უფრო საფუძვლიანად გიპასუხოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო