მამლუქების სასულთნო (კაირო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამლუქების სასულთნო.

მამლუქების სასულთნო (არაბ: سلطنة المماليك‎ Sulṭanat al-Mamālīk) — სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ეგვიპტეს, ლევანტის, თიჰამას და ჰიჯაზის. მამლუქების სასულთნო აიუბიდების დინასტიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა და ოსმალების მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე არსებობდა. სასულთნოს მართავდნენ მამლუქების თავშეკავებული კასტა. მამლუქი ჯარისკაცების უმეტეს ნაწილს ქართველი, ყივჩაყი და ჩერქეზი მონები წარმოადგენდნენ.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ მამლუქები მონების ბაზარზე იყვნენ შეყიდულები, ისინი ბევრად უფრო მაღლა იდგნენ სხვა მონებზე, რომლებსაც იარაღის ტარების უფლებაც კი არ ჰქონდათ. მამლუქები „ჭეშმარიტ ლორდებად“ იყვნენ მიჩნეულნი, მათ ასევე გააჩნდათ სოციალური სტატუსი „თავისუფლად შობილი ეგვიპტელი მუსლიმები“.[3]

მამლუქების სასულთნო
ეგვიპტის მამლუქების სასულთნო
سلطنة المماليك
Sulṭanat Misr al-Mamālīk
Dawla al-Turkiyya
სახელმწიფო აღარ არსერობს

 

1250–1517
 

 

 

მამლუქების ეგვიპტური დროშა კატალონიური ატლასის მიხედვით.

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ეგვიპტის მამლუქების სასულთნო 1279 წლისთვის.
დედაქალაქი კაირო
ენები არაბული (ეგვიპტური და კლასიკური)
თურქული (ოსმალური და ყივჩაყური)
ადიღური
რელიგია სუნიზმი
მთავრობა მონარქია
სულთანი
 -  1250 შაჯარ ალ-დური
 -  1516–1517 ტუმან ბეი II
დინასტია
 -  1250–1382 ბაჰრიები
 -  1382–1517 ბურჯიები
ისტორია
 -  ტურან შაჰის სიკვდილი 2 მაისი 1250
 -  ელ-მანსურეს ბრძოლა 8 თებერვალი 1250
 -  აინ ჯალუტეს ბრძოლა 3 სექტემბერი 1260
 -  ჩალდირანის ბრძოლა 23 აგვისტო 1514
 -  მარჯ-დაბიქის ბრძოლა 24 აგვისტო 1516
 -  რიდანიას ბრძოლა 22 იანვარი 1517
ფართობი
 -  1300 2 100 000 კმ² (810 815 მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზე
ა. ფართობი 1300 და 1400 წლებში, ორივე დინასტიის დროს იყო დაახლოებით 2 100 000 კმ² (810,815 მლ²)
* შაჯარ ალ-დური პირველი სულთანი (1250 წ.)
* ტუმან ბეი II ბოლო სულთანი (1516–1517 წ.)

ისტორია რედაქტირება

ძალაუფლების ზრდა რედაქტირება

აიუბიდების დინასტიის მმართველობის დროს მამლუქების ლეგიონები ეგვიპტური არმიის ხერხემალს წარმოადგენდნენ. ყოველ სულთანს ან მაღალი თანამდებობის ამირას მამლუქების საკუთარი კორპუსი ჰყავდა. როგორც ცნობილია სულთან ალ-სალიჰ აიუბი (მეფ. 1240-1249) განსაკუთრებით ენდობოდა საკუთარ მამლუქებს და სწორედ მათი დახმარებით ინარჩუნებდა ძალაუფლებას. მისი მამლუქების კორპუსი 800-დან 1000-მდე ცხენოსანს ითვლიდა, მათ ბაჰრის ეძახდნენ, რაც არაბული სიტყვაა ბაჰრ (بحر) და ნიშნავს ზღვას ან დიდ მდინარეს, რადგანაც მათი ბანაკები ნილოსში როდას კუნძულზე მდებარეობდა. მათი უმეტესობა იყო ყივჩაყი თურქი, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთით სტეპებს აკონტროლებდნენ და ჩერქეზები კავკასიიდან.[4]

1249 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX ჯვაროსნების ლაშქართან ერთად ეგვიპტეში შეიჭრა, დაიპყრო დუმიატი, შემდეგ კი ნელ-ნელა სამხრეთის მიმართულებით გადაინაცვლა. როდესაც ისინი დაწინაურდნენ ალ-სალიჰ აიუბი გარდაიცვალა მმართველობა კი მისმა ვაჟმა ალ-მუაზამ ტურან-შაჰმა გადაიბარა. მაგრამ სანამ ტურან-შაჰი პრონტზე გამოჩნდებოდა, ბაჰრიების მამლუქებმა ელ-მანსურეს ბრძოლაში ჯვაროსნების დამარცხება შეძლეს და მეფე ლუი IX შეიპყრეს, ამით ჯვაროსნების ლაშქრობაც დასრულდა. ამის შემდეგ ტურან-შაჰი შეეცადე ხელისუფლებაში საკუთარი გარემოცვის მოეყვანას, განსაკუთრებით კი საკუთარი მამლუქების გაძლიერებას, რომლებსაც მი`აზამისს ეძარხდნენ და მათი დახმარებით ბაჰრიების მამლუქების ძალაუფლების შესუსტებას ცდილობდა. თუმცა მეფე ლუის შეპყრობიდან ოთხი კვირის შემდეგ, 1250 წლის 2 მაისს ბაჰრიების ჯგუფმა ალ-მუაზამ ტურან-შაჰი მოკლეს.[5]

ომები მონღოლებთან და ჯვაროსნებთან რედაქტირება

ტურან-შაჰის გარდაცვალებიდან ათი წლის მანძილზე ეგვიპტესა და სირიაში პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა, სხვადასხვა ფრაქციები კონტროლის მოპოვების მიზნით ერთმანეთს მუდმივად ქიშპობდნენ. 1254 წელს როდესაც ერთ-ერთი ფრაქცია ქუთუზის მეთაურობით შესამჩნევად გაძლიერდა, ბაჰრიების მამლუქები სირიაში გაიქცნენ და აიუბიდების სამსახურში ჩადგნენ. ამასაობაში, მონღოლები ჰულაგუ-ხანის მეთაურობით ახლო აღმოსავლეთში შემოიჭრნენ. 1258 წელს მათ დაიკავეს ბაღდადი და დასავლეთის მიმართულებით გადაინაცვლეს, აიღეს დამასკო და ალეპო. ბაჰრიები და ქუთუზი შეთანხმდნენ, რომ მათი კონფლიქტი გვერდზე გადაედოთ და საერთო საფრთხეს ერთად დაპირისპირებულიყვნენ. ისინი მონღოლების სამხედრო კონტიგენტს აინ ჯალუტეს ბრძოლაში შეხვდნენ და დაამარცხეს კიდეც. მონღოლების შემოსევის საფრთხე ჯერჯერობით აღარ არსებობდა, ამიტომ მამლუქებს შორის კონკურენცია და ქიშპობა განახლდა, სწორედ ამ დროს ბეიბარს I-მა ბაჰრიების წინამძღოლმა ქუთუზი მოკლა და საკუთარი თავი სულთნად გამოაცხადა.

მმართველობის შეცვლა რედაქტირება

მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს , ჩერქეზებმა ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონიდან, მამლუქებს შორის უმრავლესობა მოიპოვეს.[6] 1377 სირიაში დაიწყო აჯანყება, რომელმაც მთელი ეგვიპტე მოიცვა, ჩერქეზებმა ბარკუკის მეთაურობით ხელისუფლება ჩამოაგდეს. 1382 წელს ბაჰრიების დინასტიის უკანასკნელი სულთანი ალ-სალიჰ ჰაჯი ტახტიდან ჩამოაგდეს რითაც ბაჰრიების დინასტიის მმართველობა დასრულდა, ბარკუკი კი სულთნად გამოაცხადეს. 1389 წელს ბარკუკი გააძევეს, თუმცა 1390 წელს ისევ დაბრუნდა კაიროში. ხესუფლებაში მოვიდა როგორც ბურჯიების დინასტიის დამაარსებელი და მისი პირველი წარმომადგენელი, ამით დაიწყო მამლუქების სასულთნოში ბურჯიების დინასტიის მმართველობა.

ოსმალები და მამლუქების სასულთნოს დასასრული რედაქტირება

სანამ ოსმალეთის სულთანი ბაიაზიდ II ევროპაში იყო დაკავებული, 1501 წელს ეგვიპტესა და სეფიანთა დინასტიას შორის ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. შაჰმა ისმაილმა ვენეციელებს სირიის გავლით ელჩი გაუგზავნა და მათ გაერთიანება შესთავაზა, რათა დაებრუნებინათ ტერიტორიები, რომლებიც დიად ჭიშკართან დაკარგეს. ეგვიპტელი მამლუქების სულთანი ალ-აშრაფ კანსუჰ ალ-გაური ოსმალეთის სულთანმა ბაიაზიდ II-მ ბრალდება წაუხენა, მას ბრალად ედებოდა სეფიანთა ელჩის სირის გავლით ვენეციის რესპუბლიკში უსაფრთხოდ ჩასვლაში ხელშეწყობა და ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემა. მის დასაწყნარებლად სულთანმა ალ-გაურიმ ეგვიპტესა და სირიაში ვენეციელი ვაჭრები დააპატიმრა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ გაათავისუფლა.

1514 წლის ჩალდირანის ბრძოლის შემდეგ, სულთანმა სელიმ I-მა დუკლადირიდის შეუტია, ეგვიტელ ვასალს და მისი თავი მამლუქების სულთანს ალ-აშრაფ კანსუჰ ალ-გაურის გაუგზავნა. ჯერი სეფიანთა შაჰზე ისმაილ I-ზე მიდგა, მან ეგვიპტის დასაპყრობად დიდი არმია შეკრიბა, მაგრამ შაჰ ისმაილი მისი არმიის მიერ მოტყუებულ იქნა. ომი 1516 წელს დაიწყო, რომელიც წინ უძღვოდა ეგვიპტისა და მის დაქვემტებარებაში მყოფი ქვეყნების ოსმალეთის იმპერიასთან გაერთიანებას, მამლუქების კავალერია ოსმალეთი არტილერიასა და იანიჩარებს უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. 1516 წლის 24 აგვისტოს მარჯ-დაბიქის ბრძოლაში სულთანი ალ-გაური მოკლეს. სირია თურქეთის მფლობელობაში აღმოჩნდა, ისინი ბევრ ადგილას პატივით მიიღეს, როგორც მამლუქებისგან განმათავისუფლებლები.

მამლუქების სასულთნომ 1517 წლამდე იარსება, ამავე წელს სახელმწიფო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა კაირო 20 იანვარს აიღო. სელიმ I-მა მამლუქებს ეგვიპტის მმართველთა კლასის წოდება შეუნარჩუნა, თუმცა არა იმ სახით რა სახითაც ეგვიპტის სასულთნოში ჰქონდათ, რაც შეეხება ბურჯიების დინასტიას სულთანმა სელიმმა მათ ძველი გავლენა შეუნარჩუნა, თუმცა ისინი ოსმალეთის ვასალებად ითვლებოდნენ.

მამლუქების დამოუკიდებლობა ოსმალებისგან რედაქტირება

1768 წელს სულთანმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა ოსმალებმა მათის დამარცხებით საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლეს. სწორედ ამ დროს მამლუქების რიგებს ახალი მებრძოლები შეუერთდნენ კავკასიიდან, უმეტესად საქართველოდან და ჩერქეზეთიდან.

1798 წელს როდესაც ნაპოლეონმა ეგვიპტეს შეუტია მამლუქი მებრძოლები პირამიდების ბრძოლაში დაამარცხა, და ზემო ეგვიპტეში განდევნა. მამლუქები ისევ იყენებდნენ სამხედრო კავალერიას, ერთადერთი სიახლე მათ კავალერიაში იყო მუშკეტი.

1801 წელს ფრანგების მიერ ეგვიპტის დატოვების შემდეგ, მამლუქებმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაახლეს, ოსმალეთის იმპერიისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. 1803 წელს მამლუქების ლიდერებმა იბრაჰიმ ბეიმ და უსმან ბეგიმ წერილი მისწერეს რუს კონსულ-გენერალს და მას სულთანთან ცეცხლის შეყვეტასთან დაკავშირებით არსებულ მოლაპარაკებებში შუამავალობა სთხოვეს, მათ ასევე მშობლიურ მიწაზე საქართველოში დაბრუნება სურდათ. იმ დროს სტამბოლში მყოფმა რუსმა ელჩმა კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლობაზე. რუსეთის მთავრობა მამლუქების სამშობლოში საქართველოში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგანაც იმ დროს საქართველოში ეროვნულ-განთავისუფლებელი მოძრაობა ძალზედ ძლიერი იყო, რუსეთის იმპერიას ეშინოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებული მამლუქები ეროვნულ-განთავისუფლებელ მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებდა.

1805 წელს კაიროს მოსახლეობა აჯანყდა. ეს აჯანყება მამლუქებისთვის შესანიშნავი საშუალება იყო, მათ ძალაუფლების ხელში ჩასაგდება სურდათ, თუმცა შიდა დაძაბულობამ და ღალატმა მათ ამ შანსის გამოყენებაში ხელი შეუშალა. 1806 წელს მამლუქებმა თურთა ძალები რამდენიმეჯერ დაამარცხეს, ივნისში კი კონკურენტმა პარტიებმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომლის თანახმადაც 1806 წლის 26 მარტს ეგვიპტის გუბერნატორად დანიშნული მუჰამედ ალი ფაშა უნდა ჩამოეგდოთ, ხოლო ძალაუფლება ეგვიპტეში ისევ მამლუქების ხელში უნდა გადასულიყო. თუმცა, კლანებს შორის არსებულმა უთანხმოებამ მათ ისევ შეუშალა ხელი, მუჰამედ ალიმ კი ძალაუფლება შეინარჩუნა.

ეგვიპტეში მამლუქების ძალაუფლების დასრულება რედაქტირება

მუჰამედ ალიმ იცოდა, რომ თუ ოდესმე მაინც სურდა ეგვიპტის კონტროლი, მას მამლუქებდან შეთანხმება უნდა დაედო. ისინი ჯერ კიდევ ეგვიპტის ფეოდალი მფლობელები იყვნენ, ხოლო მათი მიწები სიმდიდრისა და ძალაუფლების წყარო იყო. მუდმივი უცვლელობა და დაძაბულობა მამლუქების სამხედრო ძალაში, დამადასტურებელი იყო იმისა, რომ საჭირო იყო მამლუქების სისტემის დაცვა ევროპელებისგან, რომლებიც საბოლოოდ დაასუსტებდნენ მათ, მათი დასუსტება კი მათ დაშლას გამოიწვევდა, მუჰამედმა კი იგრძნო რომ მამლუქების ძალა უნდა ჩანაცვლებულიყო.[7]

1811 წლის 1 მარტს, მუჰამედ ალიმ მამლუქების ყველა ლიდერი საკუთარ სასახლიში არაბეთში იბნ საუდი ძალების წინააღმდეგ ომის გამოცხადების დეკლარაციის მიღების აღსანისნავად მიიწვია. 600-დან 700-მამდე მამლუქი მარშირებდა კაიროში. ალ-აზაბის კარიჭესთან ახლოს, მუხატამი მაღლობის ვიწრო გზაზე მამლუქებს მუჰამედ ალის მეომრებმა ჩასაფრება მოუწყვეს და მათი უმეტესობა მოკლს, ისტორიაში ეს ფაქტი ციტადელის სასაკლაოს სახელითაა ცნობილი. იმ პერიოდის ცნობების მიხედვით, სასაკლაოს მხოლოდ ერთი მამნლუქი, რომლის სახელიც დაზუსტებული არაა, მაგრამ მოხსენიებული როგორც ამინი (ასევე ამენი) ან ჰეშჯუკური (ბესლინი) გადარჩა, რომელიც ცხენზე ძალაუნებურად ამხედრდა, ციტადელი კედლიდან გადახტა, თუმცა სასიკვდილოდ დაეცა.

იმავე კვირაში უამრავი მამლუქი მოკლეს, კაიროს ციტადელში 1000-ზე მეტი მამლუქი მოკლეს. მთელ ეგვიპტეში დაახლოებით 3000 მამლუქი და მათი ახლობლები მოკლეს.

მიუხედავად მუჰამედ ალის ამ მცდელობისა, გაენადგურებინა მამლუქები, მათ მაინც შეძლეს სამხრეთ გაქცევა (დღევნდელ სუდანში). 1811 წელს სწორედ ამ მამლუქებმა სენარის სასულთნოში შექმნეს დუნქულას შტატი, როგორც მათი მონებით ვაჭრობის ბაზა. 1820 წელს სენარის სულთანმა მუჰამედ ალის აცნობა, რომ მას არ შესწევს ზალა განდევნოს მამლუქები. ამი პასუხად, ფაშამ 4000 ჯარისკაცი გაუშვა, რომლებსაც სუდანში შეწრა და მისი მამლუქებისგან გაწმენდა ევალებოდათ, შემდეგ კი ისევ ეგვიპტეში დაბრუნებულიყვნენ. ფაშას ძალები შეიჭრნენ სენარში, დაარბიეს მამლუქები, დაიპყრეს კორდოფანი და სენარის სასულთნომ კაპიტულაცია გამოაცხადა და მისმა უკანასკნელი სულთანმა ბადი VII-მ სენარის სასულთნო ფაშას მებრძოლებს ჩააბარა.

მამლუქების ოჯახები რედაქტირება

მამლუქები ოჯახებად იყვნენ დაყოფილნი, რომელსაც უსტადი ხელმძღვანელობდა. მამლუქები ძალზედ ერთგულები იყვნენ საკუთარი უსტადების და თანამებრძოლების. მამლუქის ერთგულებას საკუთარი თანამებრძოლისადმი ხუშდაშიას (არაბ: خشداشية) ეძახდნენ. მამლუქების ვაჟებს უფლება არ ჰქონდათ მამლუქების რიგებში ყოფნის, ისინი ფართო საზოგადოებაში მოხვედრას ცდილობდნენ. მამლუქთა რიგებში საზღვარგარეთიდან იმპორტული მონებით ივსებოდა.

ხელოვნება და არქიტექტურა რედაქტირება

მამლუქები საკუთარ თავს მათ მიერ არჩეული რელიგიის ისლამის დამცველებად მიიჩნევდნენ, ამიტომ ისინი სხვადასხვა რელიგიურ მშენებლობებს აფინანსებდნენ, მათ შორის მეჩეთებს, მადრასებს და ხანაკებს. მათ პროექტები პროვინციებშიც ხორციელდება, თუმცა მათი მშენებლობების უმეტესობა დედაქალაქში კაიროში შეიქმნა.[8] მამლუქების შენობების უმეტესობამ დღემდე მოაღწია, მათი დიდი ნაწილი ძველი კაიროს უბანშია აშენებული.

როგორც ისლამური იდეოლოგიის წარმომადგენლები, მამლუქების დინასტიის ვალი იყო ისლამის წმინდა სიტყვა მათ გარშემო გაევრცელებინათ. ამის ერთ-ერთი საშუალება იყო ისლამის წმინდა წიგნის ყურანის გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში. ყურანის სტროფები შავი მელნით ნასხის წერის სტილით იყო დაწერილი, რაც ადგილობრივებისთვის ადვილი წასაკითხი იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

წყაროები რედაქტირება

  • აბუ-ალ ფიდა, კაცობრიობის მოკლე ისტორია
  • ალ-მაკრიზი, მამლუქების ისტორია ეგვიპტეში, 1997.
    • ინგლისურად: ჰენრი ჯ. ბონი, ცოდნის გზა მეფის დასაბრუნებლად, ჯვაროსანთა ქრონიკები, გამომცემლობა „ეი-ემ-სი“, 1969.
  • ალ-მაკრიზი, გეგმები კაიროსა და მის მონუმენტებზე, მატაბატ ალადაბი, კაირო 1996, ISBN 977-241-175-X
    • ფრანგულად: ურბეინ ბორიანტი ეგვიპტის ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერა, პარიზი 1895.
  • იბნ ტაგრიბერდი, ეგვიპტისა და მამლუქების ქრონიკები, 1968
    • ინგლისურად: ეგვიპტის ისტორია, იუსეფისგან. უილიამ პოპერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1954.

ეტიუდები რედაქტირება

  • დეივიდ აილონი: მამლუქების სამხედრო საზოგადოება. ლონდონი, 1979.
  • ჯამალ შეიალი: ისლამის ისტორია, თარიხ მისრ ალ-ისლამია (ისლამური ეგვიპტის ისტორია), დარ ალ-მარეფი, კაირო 1266, ISBN 977-02-5975-6

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მიქაბერიძე, ალექსანდრე. ქართველი მამლუქები ეგვიპტეში.
  2. ისიჩაი, ელიზაბეტ (1997). 1870 წლის აფრიკის საზოგადოების ისტორია. კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 192. 
  3. პერი, გლენ ი. (2004). ეგვიპტის ისტორია. ეი-ბი-სი კლიო, გვ. 51–52. ISBN 9780313058424. 
  4. ეილონი, დევიდ. "ბაჰრი", ისლამის ენციკლოპედია. 
  5. ირვინი, რობერტი. შუასაუკუნეების აღმოსავლეთი შუასაუკუნეებში, გვ. 19–21. 
  6. მაკგრეგორი, ანდრიუ ჯეიმსი (2006). თანამედროვე ეგვიპტის სამხედრო ისტორია: ოსმალების მიერ დაპყრობიდან რამადანის ომამდე. გრინვუდ ფაბლიშინგ გრუპი, გვ. 15. ISBN 9780275986018. 
  7. აბუ-ლუგოდი, ჯანეტ ლ. (1991). მსოფლიო სისტემა ევროპის ჰეგემონიამდე A.D. 1250-1350. ნიუ-იორკი: ოხსფორდის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 213. 
  8. "მამლუქები" ისლამის ენციკლოპედია.